„ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამიტომ, ჩვენს გუნდს პრიორიტეტულად გაცხადებული აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ლიხტენშტაინში ვიზიტის მიზანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაღრმავება.

„ასევე, ჩვენი ამოცანაა, ლიხტენშტაინთან გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტში. ლიხტენშტაინთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მოლაპარაკების საგანი იყოს კონკრეტული სფეროები და მიმართულებები, რომლებიც შესაძლებელია, განვითარდეს. ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური განვითარების გამოცდილების თვალსაზრისით, იყოს დისკუსია და კონკრეტული ხედვები გაგვიზიარონ, თუ რა შეიძლება ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.