ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ მოსამართლეების სიას, რომლებიც ქვეყანაში „ვეტინგის“ სისტემის შემოღებას ემხრობიან.

„როდესაც პოლიტიკურ ველზე შემოდიან ის სუბიექტები, რომელთა საქმე არაა პოლიტიკა, მაგალითად, ცალკეული მოსამართლეები, სამხრეებიანნი თუ სასულიერო პირები, პოლიტიკურად ვცემ პასუხს და პირდაპირ ვუწოდებ მავნებელი “ნაცსექტის” აპოლოგეტებს. ამგვარი კატეგორიის ადამიანთა საქმე მხოლოდ ხმის მიცემაა არჩევნებზე და იმის იქით – არაფერი, – მხოლოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

“ვეტინგის” მომხრე “ხუთოსან” მოსამართლეთა პოლიტიკური კეთილსინდისიერებაა საინტერესო. დიდი ალბათობით, ღალატის პარტიის სამარცხვინო მიმდევრები არიან.
და ხომ არ სურთ პროფესიის შეცვლა და რომელიმე “ნაცურ” პარტიაში საარჩევნოდ გაწევრიანება?

Naming & shaming – არ მომერიდება და მეც ვამხელ საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვის მხარდამჭერ დე იურე მოსამართლეებს:
სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური; რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე; თელავის რაიონული სასამართლოს უვადო მოსამართლე მამუკა წიკლაური და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი”, – წერს გია აბაშიძე.