fbpx
ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კრიმინალურმა დაჯგუფებამ მექსიკაში ქართველების ჯგუფი გაიტაცა, არ დასტურდება

219

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი საქართველოს საგარეო უწყებამ მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან ერთად მოიკვლია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც მათი ახლობლების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მექსიკაში საქართველოს საელჩოს მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა.