ტურისტული სააგენტო „Dream World Travel“-ის დირექტორი ხათუნა ხმელიძე ტელეკომპანია “პირველისეთერში მექსიკის საზღვრიდან, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ხათუნა ხმელიძე აცხადებს, ტელეკომპანიაპირველისეთერში გასულ სიუჟეტში, უკანონოდ იქნა გამოყენებული მისი საუბრის ჩანაწერი. აქვე, მან აღნიშნა, რომ რომ არმომხდარიყო ამ თემით მანიპულირება, უარს აცხადებდა ინტერვიუს მიცემაზე.

გუშინ, ტელეკომპანიაპირველისეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც უკანონოდ იქნაგამოყენებული ჩემი საუბრის ჩანაწერი. წინა დღეს, გუშინ წინ, დამიკავშირდა ნანუკა ქაჯაია, რომელიც არის ტელეკომპანიის ჟურნალისტი და მთხოვა ინტერვიუ, რომელზეც ჩემგან უარიმიიღო.

იმის გათვალისწინებით, რომ მექსიკაში მიმდინარე ვითარება არის ძალიან მძიმე და არმომხდარიყო ამ თემით მანიპულირება და არასწორი თემის გაჟღერება ვუთხარი, რომინტერვიუზე უარს ვაცხადებდი, სანამ სიტუაცია არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი დამინიმუმ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან, არგათავისუფლდებოდნენ რომ მათი ოჯახის წევრებისთვის ეს ზედმეტად ემოციური არყოფილიყო იმიტომ, რომ  აქ არ არის ერთ და ორ ადამიანზე საუბარი, საკმაოდ დიდ ჯგუფზეასაუბარი“, – აღნიშნა ხმელიძემ.

როგორც ხმელიძე აღნიშნავს, სიუჟეტში არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია საქართველოსმოქალაქეების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, კომპანია არასდროს დახმარებია ადამიანებს საზღვრის უკანანო კვეთაში.

ამ ადამიანმა მთხოვა, არასწორად რომ არ გაეჟღერებინათ ინფორმაცია, მხოლოდრამდენიმე საკითხს გეტყვით, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი და მითხარით უბრალოდ კიან არა, რომ  დავაზუსტო ეს ფაქტი რეალობას შეესაბამება თუ არა. შემეკითხამქონდა თუარა ინფორმაცია, საქართველოს მოქალაქე ამ ეტაპზე გარდაცვლილი იყო თუ არა.

როგორც მე ვიცი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა დაეს ნამდვილად არასწორად ჟღერდებოდა.  ის, რომ ტელევიზიაში გასულიყო, რომსაქართველოს მოქალაქე მოკლეს წარმომიდგენია ამ ყველაფერს რა ამბავი მოჰყვებოდა.

მეორე ფაქტი იყო, რომელზეც მითხრასაქართველოს მოქალაქეები არიან თუ არადაკავებულები და ამასთან დაკავშირებითაც ვუთხარი, რომ ნაწილის განთავისუფლებამოხდა და ნაწილი ისევ რჩება. ზუსტად ეს არის ის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ამსაკითხებზე არ ვსაუბრობ.

შეიძლება ბევრზე მეტი ინფორმაცია გვაქვს იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანებიგვიკავშირდებიან და გვაწვდიან, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაჟღერებდი იმიტომ, რომ ამადამიანების უკან დგას მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან განიცდიან დანერვიულობენ.

კარგად იცით, რომ ჩვენი კომპანია არასდროს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადამიანებსდახმარებას არ უწევდა იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცვლელი დამუდმივად გაფრთხილებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომსაზღვარზე სიტუაცია იცვლებოდა რადიკალურად.

როცა ეს ყველაფერი გადაივლის აუცილებლად ჩავწერ ვრცელ ვიდეოს იმასთანდაკავშირებით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რა მოხდა, რამდენი რამ შეიცვალა დარეალურად ახლა რა სიტუაცია არის და რა რისკზე მიდიან ადამიანები, რის ფასად აკეთებენამას და რეალურად ღირს თუ არა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ხათუნა ხმელიძემ.