მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი სასამართლო სისტემაში ე. წ ვიტინგის ჩატარებასთანდაკავშირებით რამდენიმე კოლეგის მიერ მოწოდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მეთოფიშვილი მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს არაკოლეგიალურს და სასამართლოსდამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველს უწოდებს.
“სრული სურათის შესაქმნელად, აუცილებლად უნდა მივუთითო გარკვეულ, ქრონოლოგიურადგანვითარებულ მოვლენებზე.
ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგმა“(დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი), მისივეგანცხადებით ,,ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე“, 2024 წლის 4 მარტსგამოაქვეყნა იმ 57 მოსამართლის სია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 მოსამართლე წევრი, სხვადასხვა სასამართლოების 24 თავმჯდომარე და პალატების/კოლეგიების 3 თავმჯდომარე), რომელსაც ე.წ. ვეტინგი უნდა შეეხოს.
ასევე ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა სუბიექტთაგან წარდგენილიასაკანონმდებლო წინადადებები ე.წ. ვეტინგისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად, რასაც აქტიურად მხარს უჭერენ გარკვეული პოლიტიკური ძალები და ე.წ. არასამთავრობოსექტორი.
შექმნილი ვითარების საპასუხოდ, 2024 წლის 11 მარტს შეიკრიბა საქართველოს უზენაესისასამართლოს პლენუმი, რომელსაც ესწრებოდა ამავე სასამართლოს 22 მოსამართლე.
პლენუმმა, დამსწრეთა დიდი უმრავლესობით(20 მომხრე. 2 მოწინააღმდეგე), შეიმუშავა დასაჯაროდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც არგუმენტირებულად არის დასაბუთებული ე.წ. ვეტინგის არაკონსტიტუციურობა და აბსოლუტური დაუსაბუთებლობა საქართველოსსასამართლოსთან მიმართებით.
აღნიშნულ განცხადებას ხმა მისცა 20-მა მოსამართლემ, ხოლო არ დაეთანხმა უზენაესისასამართლოს 2 მოსამართლე: ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი (სწორედ ეს 2 მოსამართლე „რატომღაც“ ამოღებულია ე.წ.ვეტინგის სიიდან, უზენაესისასამართლოს სხვა 25 მოსამართლე კი ვეტინგის პროცედურას ექვემდებარება, მავანთამოთხოვნით), რომელთა მოსაზრებით, ე.წ. ვეტინგი აუცილებელია, საქართველოსევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვის მიზნით, რის გამოცმზად არიან – თვითონაც და აქედან გამომდინარე, მთელი სისტემაც დაექვემდებაროს ამპროცედურას.
2024 წლის 14 მარტს, ე.წ. ვეტინგს მხარი დაუჭირა კიდევ რამდენიმე მოსამართლემ(რომლებიც „დასავეტინგებელთა“ სიაში არ შედიან) ქვედა ინსტანციებიდან იმავემოსაზრებებით, რაზეც მიუთითებდა უზენაესი სასამართლოს ზემოთ აღნიშნული 2 მოსამართლე.
ამდენად, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერად გვევლინებიან ის მოსამართლეები, რომლებიც ზემოთ მითითებული 57 მოსამართლის სიაში არ არიან, რომლებზეც არცშესაბამისი მოთხოვნა და შესაბამისად მათზე ე.წ. ვეტინგის გავრცელების ფორმალურისაფუძველი ამ ეტაპზე, არ არსებობს.
შესაბამისად, გამოდის, რომ:
ა) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ემხრობა – ე.წ. ვეტინგი გავრცელდეს მათ 57 კოლეგაზე; ამით ისინი ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ამ 57 მოსამართლისარაკეთილსინდისიერება მინიმუმ საეჭვოა და გადამოწმებას ექვემდებარება უცხოელებისმიერ. ეს პოზიცია უკვე არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსებისშემლახავი.
ბ) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ამ განცხადებით მწვანე შუქს უნთებს ე.წ. ვეტინგის გავრცელებას – არამარტო ჯერჯერობით უცხოელების მიერ სუბიექტური ნიშნით მიზანშიამოღებულ 57 მოსამართლეზე, არამედ მიესალმება ამ პროცედურის დაწყებას მთელისასამართლო სისტემის მიმართ, ვითომ თავიანთი პირადი მზაობის მოშველიებით, რისიარავითარი საფუძველი, ე.წ.
ვეტინგის თავგადადებულ მომხრეებისა და ინიციატორების მიერ გაჟღერებულიმოსაზრებების მიხედვითაც კი, ფორმალურად არ არსებობს! ანუ, ეს მოსამართლეები ერთისმხრივ მათი კოლეგების გადამოწმების მოთხოვნას მიესალამებიან, ხოლო მეორეს მხრივითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოითხოვეს სასამართლო სისტემის მიმართ საკუთარიტენდენციურობით გამორჩეულმა სუბიექტებმაც კი და შესაბამისად მთელი სასამართლოკორპუსის, უცხოელების ვეტინგის „წნეხის“ ქვეშ გატარებას მოითხოვენ.
ცნობილია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურით მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ მათი,,ქონების, პროფესიონალიზმისა და პიროვნულ–პროფესიული წესიერების“ მიხედვით. ამდენად, საუბარია არა მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის შესწავლაზე; შემოწმებამოიცავს ასევე სამოსამართლო საქმიანობის სხვა ასპექტებსაც კვალიფიციურობის, მოწესრიგებულობის გადამოწმებას (მათ შორის – საქმეთა განხილვისას საპროცესო ვადებისდაცვის საკითხებსაც!), რის შედეგადაც, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულსაქმეთა სიმრავლის პირობებში, საკმაოდ ადვილი იქნება – ნებისმიერ, ე.წ. ვეტინგისჩამტარებელი სუბიექტისათვის არასასურველ მოსამართლეს შეუქმნან პრობლემები ამთვალსაზრისით, იმის მიუხედავადაც, რომ საპროცესო ვადების დაცვა ობიექტურად არისშეუძლებელი.
ე.წ. ვეტინგის ინიციატორთათვის და განმახორციელებელთათვისაც ობიექტურობა ხომმეასეხარისხოვანია, მთავარია – მიღწეულ იქნეს სასამართლოს ხელისუფლების დაშინების, მასზე ანგარიშსწორების და დამორჩილების მიზანი, რაც მიიღწევა მოსამართლეთამასობრივი წმენდის განხორციელებით.
საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: უზენაესი სასამართლოს სწორედ ზემოთ ხსენებული 2 მოსამართლის(ბაქაქურის, გასიტაშვილის) მიმართ გაიცა აშშ–ის საელჩოსგანაც დაევროპული სტრუქტურებისგანაც უპრეცედენტო, კონსტიტუციის საწინააღმდეგორეკომენდაცია მათი თანამდებობებზე ყოველგვარი კონკურსის გარეშე პირდაპირ უვადოდგადანიშვნის თაობაზე, მაშინ როდესაც იმავე ა.შ.შ–ს და ევროსტრუქტურების მოთხოვნითსაქართველში დაინერგა აქამდე უპრეცედენტო, უმაღლესი სტანდარტის ურთულესიპროცედურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გასამწესებლად.
ასევე საგულისხმოა ის ფაქტი,რომ როგორც უკვე აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს ყველადანარჩენი მოსამართლისგან განსხვავებით, ეს 2 მოსამართლე ე.წ. ვეტინგის სიაშიც არშეიყვანეს!
კიდევ უფრო საგულისხმოა ერთი გარემოება: ნინო ბაქაქურს სამოსამართლეო 10 წლიანივადა ეწურება დაახლოებით 7 თვეში და შესაბამის ვაკანსიაზე ამჟამად გამოცხადებულკონკურსში იგი აღარ ღებულობს მონაწილეობას და შესაბამისად დარჩენილირამდენიმეთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს თანამდებობას და რა ვეტინგზესაუბრობს საკუთარ თავთან მიმართებით, მეტად საინტერესოა?
ასევე საყურადღებოა საბოლოო სურათის შეჯამება ე.წ. ვეტინგის იმ შედეგების მოკლემიმოხილვით, რომელიც ფაქტობრივად დადგა ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, მაგალითად – ალბანეთსა და უკრაინაში.
ალბანეთში მოქმედი დაახლოებით 280 მოსამართლიდან 35 მოსამართლემ დატოვათანამდებობა პირადი განცხადებით, დაახლოებით 1/3-მა შეინარჩუნა თანამდებობა, დანარჩენი დაახლოებით 150 მოსამართლე განდევნილ იქნა სისტემიდან ე.წ. ვეტინგისსაფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა, რომელიც 2015-2016 წლებიდან დაიწყო, ჯერკიდევ დასრულებული არ არის და მისი თავგადადებული მომხრეებიც კი ვეღარპროგნოზირებენ, თუ როდის დასრულდება, ან საერთოდ მიიღწევა კი ის მიზნები (სამართლისუზენაესობის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა და ა.შ.), რასაც ე.წ. ვეტინგი ემსახურება.
ბოლომდე პარალიზება გაუკეთდა უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს, სადაცთითო მოსამართლე დატოვეს მხოლოდ და ა.შ.
უკრაინაში ე.წ. ვეტინგის 1-ლი ეტაპი დაიწყო 2016 წელს, რის შედეგადაც 2000-მდემოსამართლემ დატოვა თანამდებობა, რომელთა არასრული ჩანაცვლებაც მოხდა,,სასურველი“ კადრებით, თუმცა – ამას მოჰყვა კრიზისი სასამართლო სისტემაში, კადრებისუკმარისობის გამო, რაც უარყოფითად აისახა მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე.
2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში უქმდება მოსამართლეთა 3 წლიანიგამოსაცდელი ვადით დანიშვნა(და შესაბამისად შემდეგი წლიდან ყველა მოსამართლეუვადოდ გამწესდება საპენსიო ასაკამდე, გამოსაცდელი ვადის გარეშე) რაც ა.შ.შ.-ს დაევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, ვინაიდან მათიმოსაზრებით გამოსაცდელი ვადა ზღუდავდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას.
ეხლა კი იგივე სუბიექტები ითხოვენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სრულ, ხელახალშემოწმებას, რაც თითოეულ მათგანს თავის დროზე გავლილი აქვს. ამდენად, ასეპერიოდულობით იგივე წარმატებით შეიძლება ვეტინგის მოთხოვნა როცა მავანსმოესურვება, რაც ცალსახად სასამართლო სისტემის და ინდივიდუალურ მოსამართლეთადამოუკიდებლობის შემლახველ აშკარა მოდელს შექმნის.
ამ ლოგიკით ბარემ ვეტინგის მომხრეებმა მოითხოვონ, რომ ჩაიწეროს პირდაპირ კანონში, რომ როდესაც მათ (აქაურ არასამთავრობოებს და რიგ დონორებს) მოესურვებათ სასამართლო სისტემაში ჩატარდეს ე.წ. ვეტინგი ანუ გახსნილად გამოცხადდეს„მოსამართლეებზე ნადირობის სეზონი“.
და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ძალიან მწარე გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანასიმ „არაოფიციალური ვეტინგის“, რომელიც სასამართლო სისტემაში 2004-2005 წლებშიჩატარდა და მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა განდევნილ იქნა სისტემიდან, მაშინაცსწორედ „სასამართლოს გაჯანსაღების“ ლოზუნგის საფარქვეშ.
დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენსხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით ე.წ. ვეტინგის შემოღებასსაქართველოში, არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების გვეშინია, როგორც ამასაბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახავენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, არამედ ე.წ. ვეტინგის ზემოთაღწერილი უკიდურესად უხეში, არალეგიტიმური ფორმის, ასევე – სასამართლოხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტისშემლახავი ეფექტის გამო!”, – წერს მოსამართლე “ფეისბუკის” გვერდზე.