საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც .. ვეტინგის საფრთხეებზე და აღნიშნული სისტემის მომხრე ცხრა მოსამართლის არაკოლეგიალურობაზეა საუბარი.

როგორც თევზაძე წერს, უკრაინაში, ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას მიერვეტინგისსისტემით არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ერთსაც მივამატებდი, .. ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ნონაწოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა დაძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებითდიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს” – წერს ლევანთევზაძე.

ცნობისთვის, 2023 წლის მაისში, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევსევოლოდ კნიაზევი 2.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებითდააკავეს.