არასამთავრობო ორგანიზაცია ” ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე “ფეისბუკის” გვერდზე სათაურით “რუსეთ–უკრაინის ომი და ახალი მსოფლიო” პოსტს ავრცელებს.
“უკვე მესამე წელია უკრაინაში ომი მიმდინარეობს და არავინ იცის როდის დასრულდება. თუმცა, ამ ომის შედეგებთან დაკავშირებული ანალიტიკოსების მხრიდან გაკეთებულიპროგნოზები ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა.
გვახსოვს სულსწრაფი და ცხელთავიანი პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების სხვადასხვაპროგნოზები – დაწყებული იმით, რომ „რუსები ერთ კვირაში დაიკავებენ მთელ უკრაინას“, დამთავრებული მეორე უკიდურესობით, რომ – „უკრაინელები მთელი მსოფლიოსმხარდაჭერით მოკლე ხანში აიღებენ კრემლს, რუსეთი დაიშლება 10 ნაწილად, ანუ აღარიარსებებს, ჩვენ აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“ და ა. შ.
ამ საყოველთაო ვაკხანალიის შედეგი იყო ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას შიდა დაგარე „გენიოსები“ მისი მოზომილი პოლიტიკის გამო საყვედურობდნენ და ლამის ქართულიძალის უკრაინაში გაგზავნას აიძულებდნენ, ან მინიმუმ, უკრაინას იმით მაინც შევეშველოთ, რომ აფხაზეთში და ცხინვალში შევიყვანოთ ჯარები, რომ რუსეთი იძულებული გახდეს აქეთგადმოისროლოს თავისი სამხედრო ნაწილებიო.
ცოტა რომ დაცხრა ემოციები და ჰორიზონტზე ხანგრძლივი ომის პერსპექტივა დაისახა, ჩვენიყოვლისმცოდნე წინასწარმეტყველები იმ ხალხს ამუნათებდნენ და ლამის მოღალატეებსეძახდნენ, ვინც უკრაინის დროშას არ ატარებდა ან არ გაჰყვიროდა ლოზუნგს – „რუსეთიმარცხდება, უკრაინა იმარჯვებს!“
მერე, როდესაც დაანონსებულმა და გაპიარებულმა უკრაინულმა კონტრშეტევამ ჩაი–ლურისწყალი დალია, ეს ლოზუნგი უფრო ფრთხილი ლოზუნგით შეიცვალა – „რუსეთმა არ უნდაგაიმაჯვოს!“. თუმცა, ჩვენი „პატრიოტები“ დღესაც ქვეყნის მოღალატეებად აცხადებენყველას, ვინც ობიექტურად აფასებს ფრონტზე არსებულ რეალურ ვითარებას და ვერ ხედავენიმის წინაპირობებს, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს.
რეალობა სწორედ ის არის, რომ ომი რუსეთის უპირატესობით მიმდინარეობს და თუ ასეგაგრძელდა, რუსეთი სრულად დაიკავებს იმ ოთხ რეგიონს(ლუკანსკი–დონეცკი–ხერსონი–ზაპოროჟიე), რომელიც უკვე რუსეთის ტერიტორიებადგამოაცხადა და კონსტიტუციურადაც დააკანონა.
თუ ასე მოხდა, ეს იქნება რუსეთის დიდი გამარჯვება და ვინაიდან რუსეთიანტი–ლიბერალიზმთან ასოცირდება, ასევე იქნება თანამედროვე ლიბერალიზმის დიდიმარცხი. ეს კი ბიძგს მისცემს მთელ მსოფლიოში კონსერვატორული ძალების გაძლიერებას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წელს ევროპარლამენტში და 80 ზე მეტ ქვეყანაშიარჩევნები ტარდება, მოსალოდნელია, რომ იქაც კონსერვატორული ძალები მოიპოვებენგადამწყვეტ უპირატესობას.
ამას ემატება აშშ–ში კონსერვატორ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების რეალურიპერსპექტივა, რომელიც ღიად აცხადებს ევროპული სახელმწიფოების მიმართ მკაცრმიდგომაზე.
ეს შედეგად მოიტანს იმას, რომ ამერიკა დაკარგავს გავლენას ევროპაზე, რაც ზოგადად მისმსოფლიო ჰეგემონიის დაკარგვას განაპირობებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომამერიკას უკვე თითქმის სრულად აქვს დაკარგული გავლენა ნავთობის მწარმოებელქვეყნებზე და პარალელურად დოლარიც კარგავს თავის სტატუსს მსოფლიოში, გასაგებიგახდება, რომ იქმნება მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რაც ყველამ უნდაგაითვალისწინოს და ამის მიხედვით გადააწყოს თავისი საერთაშორისო პოლიტიკა“, – წერს კაკაბაძე.