ექსპერტი ნინო ფოჩხუა საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„იქიდან გამომდინარე, თუ საიდან სად მოხვდა ქალბატონი პრეზიდენტი, რა საუბარი შედგა მასსა და “ოცნების” გუნდს შორის ზელენსკის მსოფლიო ლიდერობასთან დაკავშირებით, მეგონა, მისი ასეთი ქცევის მიზეზი ემიგრანტის კომპლექსი იყო, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ გარდა ამისა, სხვა მიზეზიც არსებობდა და ეს უცხო ქვეყნის აგენტობა, მერკანტილური პირადი ინტერესი იყო. მისი ყოველი ქმედება ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ვეტოს დადებით ცნობილმა სალომე ზურაბიშვილმა არც ახლა უღალატა ჩვეულებას და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ეს კი ცესკო-ს დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების არაღიარების საბაბია. რაც უნდა იძახოს ამ ქალმა, – არ ვარ დესტრუქციული ოპოზიციის პრეზიდენტიო, ფაქტები სხვას ამბობს; ამომრჩეველი ამას ხედავს და საკადრის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, – წერს ფოჩხუა „ფეისბუკის“ გვერდზე.