„აუცილებელია მიზანმიმართული, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მუშაობა იმ არასამთავრობო, სინამდვილეში კი ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც გეგმაზომიერად, მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას სათანადო გაუმჭვირვალე ქვეყნის გარედან შემოსული შავი, დამალული ფულის მეშვეობით“, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
„ამიტომაც სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ბრძოლა და გამოვლინება იმ კოლექტიური მეხუთე კოლონის მისამართით, რომლებიც ე.წ. არასამთავრობოთა ცხვრის ქურქში არიან გახვეულნი!
და სინამდვილეში კი უშუბლძარღვოდ დაბადებულნი, თვალის დაუხამხამებლად, დოლარებისა და ევროების სანაცვლოდ ჰყიდიან, საქართველოს მოსახლეობისათვის და სახელმწიფოს ინტერესებს!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.