„ხალხის ძალას“ მიუძღვნის ლომის წილისაქართველოსთვის „მილიტარისტულიღრუბლის“ თავიდან აცილების საქმეში.
„ხალხის ძალას“ ეკუთვნის ქვეყანაშიაქამდე და დღემდეც ტაბუდადებულიუცხოური გავლენების გამჭვირვალობისსაზოგადოებრივ სააშკარაოზე გამოტანისმცდელობა, მისი ეროვნულკანონპროექტში მოქცევის ინიციატივისგზით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია„ხალხის ძალის“ წევრი დავითქართველიშვილი.
მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენებისგამჭვირვალობის შესახებ კანონისმოწინააღმდეგე „გლობალური ომისპარტიის“ მხრიდან აღმოჩნდაუპრეცედენტო შტურმის სამიზნე, რამაცსაქართველოს საერთაშორისო დაადგილობრივი მტრები აამოქმედა.
„საქართველოში დღესდღეობითრეგისტრირებულია 250-მდე პოლიტიკურიპარტია, საიდანაც მეტ–ნაკლებიაქტიურობით პოლიტიკურ ველზე ათამდეთუ გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, შეკითხვა პირველი: რა საჭირო იყოკიდევ ერთი პოლიტიკური პარტიისრეგისტრაცია? პასუხი კი მარტივია, ამმანკიერ პრაქტიკაში ახალი მიდგომისდანერგვის მიზნით წლინახევრის წინსაზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხისძალის“ ჩამოყალიბებისთანავე, არაფერიგვიშლიდა ხელს წინამორბედი 250 პარტიის ნაცად გზას გავყოლოდით დაუპირველესად იუსტიციის სახლშიმარტივი პროცედურა გაგვევლო.
“ხალხისძალამ“ აირჩია განსხვავებული მიდგომა, რომელმაც დღევანდელგადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდანიმიტომ კი არ გამოეყო, რომ მმართველიპარტიის სახელისუფლებო კურსთანრაიმე გადაულახავი წინააღმდეგობააქვს, არამედ მამოძრავებელი მოტივიიყო პოლიტიკურ ველზე საკუთარი, აქამდე უცხო „თამაშის წესები“ შემოგვეღო: ახალი პოლიტიკურიმიდგომები დაგვეფუძნებინა, საზოგადოებისთვის „ჩალით დაფარული“ რეალობისთვის ფარდა აგვეხადა დასაკუთარ ხალხთან სიმართლეზეაგებული კომუნიკაცია დაგვემყარებინა.
2022 წლიდან უკრაინაშიგანვითარებულმა რუსეთ–დასავლეთისსამხედრო დაპირისპირებამ, „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურების, მათი ადგილობრივილაქია, მარიონეტების მხრიდანჩრდილიდან გამოსვლისა და თავისიდესტრუქციული საქმიანობისგააქტიურების რეჟიმში გადაყვანისპროცესი დაგვანახა, რაზეც მყისიერირეაგირება გახდა საჭირო.
ერთიმეორისმიყოლებით, რადიკალური ოპოზიციურიპარტიები, მათი მკვებავი ენჯეოსექტორის წარმომადგენლები თითქმისყოველდღიურ რეჟიმში გამოდიოდნენხელისუფლების გადატრიალების მიზნითმილიტარისტულ აქციებზე, სადაცუკრაინის მსგავსად საქართველოს ომშიჩათრევის ლოზუნგები გვესმოდა, ხოლომშვიდობის შენარჩუნებაზე აღებულიმტკიცე კურსი ლამის „ეროვნულსირცხვილთან“ იყო გაიგივებული.
ზოგითბილისის თავზე რუსული ბომბებისვარდნას ოცნებობდა, ზოგი სოხუმისა თუცხინვალის მიმართულებით სამხედროგალაშქრებისკენ მოგვიწოდებდა. მაგრამამ პროცესებმა განსაკუთრებით მაშინმიიღო უკიდურესად მწვავე ხასიათი, როდესაც საქართველოს რუსეთთან ომშიჩათრევის ავანგარდში აქ აკრედიტებულიზოგიერთი ელჩი ჩაუდგა სათავეში.
ამ დასხვა უამრავმა სახიფათო ტენდენციამუბიძგა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ჯერ სამ, ხოლოშემდგომ კიდევ ერთ დეპუტატს, გასულიყო აკადემიური დადიპლომატიური ქცევის კომფორტულიზონიდან და მძიმე მდგომარეობაშიმყოფი მმართველი პარტიისთვისუხერხულობის თავიდან აცილებისმიზნით საზოგადოებასთანდამოუკიდებელი საკომუნიკაციო არხიგაეჭრა.
ადგილობრივი აგენტურისმთავარი მფარველის, აშშ–ის ყოფილიელჩის მისამართით დასმულ იქნაარაერთი შეკითხვა, რომელიცპასუხგაუცემელი დარჩა, ვინაიდან თვითეს ფაქტი, ქართველი დეპუტატებისმხრიდან, „თავხედობასთან“ გაიგივებული გამბედაობა, კელიდეგნანისთვის სრულიადმოულოდნელი, გამაღიზიანებელიაღმოჩნდა და მან ღრმა დუმილისპოზიცია აირჩია.
ეს დუმილი კიქვეყნისთვის არაფერი კარგის მომტანიარ იყო, ამიტომაც დადგა დღის წესრიგში„ხალხის ძალის“, როგორცსაზოგადოებრივი მოძრაობისა დასიმართლის რუპორის, კიდევ უფროგაფართოების აუცილებლობა. დიახ, „ხალხის ძალას“ მიუძღვნის ლომის წილისაქართველოსთვის „მილიტარისტულიღრუბლის“ თავიდან აცილების საქმეში.
“ხალხის ძალას“ ეკუთვნის ქვეყანაშიაქამდე და დღემდეც ტაბუდადებულიუცხოური გავლენების გამჭვირვალობისსაზოგადოებრივ სააშკარაოზე გამოტანისმცდელობა, მისი ეროვნულკანონპროექტში მოქცევის ინიციატივისგზით. „ხალხის ძალა“ აღმოჩნდა ამკანონის მოწინააღმდეგე „გლობალურიომის პარტიის“ მხრიდან უპრეცედენტოშტურმის სამიზნე, რამაც საქართველოსსაერთაშორისო და ადგილობრივიმტრები აამოქმედა.
“ხალხის ძალას“ ეკუთვნის შარშანდელი 7-8 მარტისსაპროტესტო აქციის სცენარისა დამიმდინარეობის საზოგადოებამდეაბსოლუტურ ჭეშმარიტებაზედაყრდნობით, დაწვრილებითი დაყვანისპატივი და მისია. არც ამ აქციისდასრულებისთანავე, დღეც არ ჩაუგდია„ხალხის ძალას“ ე.წ.
„ცხელიშემოდგომისთვის“ მოსამზადებელიღონისძიებების პრევენციულიგამოაშკარავების მიზნით. განსაკუთრებული როლი მიუძღვნის„ხალხის ძალას“ ქვეყნის იმპიჩმენტ, პროცედურული პრეზიდენტისპოლიტიკური გაშიშვლების საქმეში, რისგამო შესულები ვართ ამ ქალბატონისსიძულვილისა და ფობიების ძირითადსამიზნეში. „ხალხის ძალას“ არ დაუწყიათავისი საქმიანობა იუსტიციის სახლშიპარტიად დარეგისტრირებით, რადგანაცეს არც თვითმიზანი იყო და არც ამისდრო არსებობდა უამრავი საფრთხისალში გახვეულ საქართველოში.
მაგრამ„ხალხის ძალის“ მიერ დაანონსებულმაარაერთმა ინიციატივამ და მტკიცემზადყოფნამ, საპარლამენტო დარბაზშიმათი ბოლომდე მიყვანის თაობაზე, გამოავლინა საზოგადოების მხრიდანჩვენ მიმართ არნახული ნდობის, იმედისა და მხარდაჭერის მუხტი. არცერთ დეკლარირებულ განაცხადზე: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამის „ანასხლეტებზე“ პოლიტიკურისასამართლოს ჩატარების, ქვეყნისკანონმდებლობაში თავის დროზეამოღებული და მნიშვნელოვანიკანონების დაბრუნებაზე, არსებულიკანონმდებლობის დახვეწაზე, უცხოურიგავლენების გამჭვირვალობისკანონპროექტის განხილვისგანახლებაზე, ტრადიციულიფასეულობების დაცვისა და ლგბტპროპაგანდის აკრძალვის კუთხითსაკანონმდებლო ბაზის დახვეწის დაბევრ სხვა ინიციატივაზე, ჩვენ უარს არვამბობთ და უკან არ დავიხევთ.
ქვეყანაში გაუთავებელმა მსჯელობამ დამოლოდინმა „მესამე ძალის“ გამოჩენისთაობაზე, შესაძლოა თავისი ლოგიკურიდასასრული პოვოს პოლიტიკური ველისხისტ „მემარცხენე/მემარჯვენე“ კოორდინატთა ღერძებში ახალი, სოციალური კონსერვატიზმისმატარებელი პოლიტიკური პარტიისგამოჩენით, რომელიც თავისიდეოლოგიურ შინაარსშივეწარმოადგენს ადამიანსა და მისტრადიციულ შეხედულებებზე ზრუნვასდა დაცვის სინერგიას, უწმინდესისმოწოდების თანახმად: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მისი პრაქტიკულიპოლიტიკური და საზოგადოებრივიხორცშესხმის მიზნით.
ჩვენი მოძრაობისპარტიად გარდაქმნის ძირითადიმამოძრავებელი ძალა, თქვენი, ხალხისძალა გახდა. უამრავი ხალხისმხარდაჭერის იგნორირება ქვეყნისისტორიაში ამ ერთ–ერთუმნიშვნელოვანეს და რთულ წელიწადს, ჩვენი მხრიდან ღალატისა და ბრძოლისველის კომფორტული სივრცეებისმიმართულებით მიტოვების ტოლფასიიქნებოდა.
ჩვენს გვაქვს საკუთარიპარტიის მკაფიო მანიფესტი, მემორანდუმი, პროგრამული ნაწილი. გვყავს სამაგალითო, პროფესიონალებით, პატრიოტებით, ტრადიციონალისტებითდაკომპლექტებული გუნდური ბირთვი. დარაც მთავარია, ჩვენ ვგრძნობთ საკუთარძალას, ხალხის ძალას. ღმერთი იყოსჩვენი მფარველი!“ – წერს დავითქართველიშვილი.