პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ პოლიტიკური პარტიების სიას აქვეყნებს, რომლებიც კანონის გვერდის ავლით უცხოეთიდან ფინანსდებიან. „პარტიები საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციებით ცდილობენ პოზიციონირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად, უფლებადამცველებად თუ არჩევნების დამკვირვებლებად და ვითომ მიუკერძოებელი ორგანიზაციის სახელით ხელი შეუწყონ პარტიული პროპაგანდის დამკვიდრებას,“ – წერს მეგრელიშვილისოციალურ ქსელში.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისშესახებ“საქართველოს ორგანული კანონითდაუშვებელია პარტიის მიერ საზღვარგარეთიდანშემოწირულების მიღება–პოლიტიკური პარტიებისუცხოეთიდან დაფინანსება, თუმცა კონკრეტულიპოლიტ პარტიები მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილისქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობისგვერდის ავლით უცხოეთიდან მაინც ფინანსდებიან დაამ ფინანსებს პირდაპირ პოლიტიკურ მიზნებს ახმარენ.
დოკუმენტურად დასტურდება, რომ პოლიტიკურიპარტიების მიერ გამიზნულად ხდება არასამთავრობოორგანიზაციების შექმნა, შემდეგ მათი უცხოეთიდანდაფინანსება და ამ ფინანსების პოლიტიკური მიზნითგამოყენება. ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაციაეხება შემდეგ პარტიებს: ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა, გირჩი – მეტი თავისუფლება, ევროპულისაქართველო სტრატეგია აღმაშენებელს.
ნაციონალურ მოძრაობის მიერ პარტიულ საქმიანობაშიგამოყენებული ერთ–ერთი აქტიურად არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირია„ანტიკორუფციული ცენტრი“ რომელიც პირდაპირემსახურება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმიზნებს და თავად ნაც მოძრაობის თავმჯდომარემლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ ამ ორგანიზაციასსაზღვარგარეთიდან აფინანსებდა დავითკეზერაშვილი.
ასევე არასამთავრობო “სამოქალაქო პლატფორმა“ 20/20 ს “ნაციონალური მოძრაობის” განაყოფსარჩევნების დროს იყენებენ როგორც სადამკვირვებლოორგანიზაციას. მისი ორი ლიდერი არის ნაც მოძრაობისწევრი ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა და ამარასამთავრობოს კიდევ ერთი ლიდერი დღეს არისნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია ახალი– სწევრი. გირჩი – მეტი თავისუფლება პარტიის ლიდერებიმონაწილეობენ ა(ა)იპ „ინდივიდუალურითავისუფლების ინსტიტუტის“ღონისძიებებში და ამიურიდიული პირის დამფუძნებლები და ხელმძღვანელითავად არიან .
ევროპული საქართველო – უმეტეს პარტიულაქტივობებს ახორციელებს არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირებთან ერთად: ა(ა)იპ„ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ რომელთადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის პარტიისერთ–ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი; ა(ა)იპ„თავისუფლების ინსტიტუტი“ რომლის გამგეობის წევრიარის თამარ ჩერგოლეიშვილი;
პარტიული ღონისძიებების თანაორგანიზატორად ასევეგამოდის „ტაბულა“. ამ ორგანიზაციების მონაცემებისყოველი განახლებისას, რეესტრის ქართულენოვანამონაწერთან ერთად, მოთხოვნილი არის ხოლმეოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებსიმაზე, რომ გათვლა არის უცხოური დაფინანსებისმიღებაზე.
პარტია დროას დამფუძნებლების და ლიდერებისმიერ დაფუძნდა ა(ა)იპ „მოძრაობა დროა“ რომელიცპარტიის ლიდერის ელენე ხოშტარიას აღიარებითვეჩართულია პარტიული საქმიანობაში, მათ შორისსაარჩევნო კამპანიაში. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ„მოძრაობა დროას“ დაფუძნების დღესვედამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვანამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალურიინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოურიდაფინანსების მიღებაზე.
ხალხისთვის – პარტია ხალხისთვის ლიდერის ანადოლიძე პარტიულ ღონისძიებების უმეტესობასატარებს ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრთან“ და ა(ა)იპ„ხალხისთვის“ მონაწილეობით. ანა დოლიძე არისპარტია „ხალხისთვის“ სხვა ლიდერებთან ერთადარასამთავრობო“ხალხისთვის“ დამფუძნებელი დათავმჯდომარე, რაც შეეხება არასამთავრობოპროგრესის ცენტრს, მართალია ანა დოლიძეფორმალურად არ ფიქსირდება დამფუძნებლების ანხელმძღვანელების სიაში, მაგრამ მისი კავშირი ამორგანიზაციასთან ორი გარემოებით დასტურდება: ორგანიზაციის იურიდიულ და ელ–ფოსტისმისამართებად რეესტრში მითითებულია ანა დოლიძისსაცხოვრებელი და ელ–ფოსტის მისამართები. არასამთავრობო „პროგრესის ცენტრის“ დაფუძნებისდღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვანამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალურიინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოურიდაფინანსების მიღებაზე.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგივაშაძის დაფუძნებულია არასამთავრობო “ინოვაციებისდა განვითარების ფონდი“ რომლის დირექტორიაგიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთევან სიჭინავა. სხვაპარტიების მსგავსად, აქაც ამონაწერის განახლებისასრეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთადმოთხოვნილია ამონაწერის ოფიციალურიინგლისურენოვანი თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოურიდაფინანსების მიღებაზე.
ფაქტია პარტიები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების გზით ქმნიან ისეთმექანიზმებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემსპარტიებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდისავლით მიიღონ არადეკლარირებული უკანონოშემოწირულება, განსაკუთრებით უცხოეთიდან.
ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიები საკუთარიარასამთავრობო ორგანიზაციებით ცდილობენპოზიციონირდნენ სამოქალაქო საზოგადოებისწარმომადგენლებად, უფლებადამცველებად თუარჩევნების დამკვირვებლებად და ვითომმიუკერძოებელი ორგანიზაციის სახელით ხელიშეუწყონ პარტიული პროპაგანდისდამკვიდრებას.ფაქტია აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთპოლიტიკური ინტერესი, მესიჯები და დანიშნულება,” – წერს მეგრელიშვილი.