„კანონპროექტი, რომელსაც რუსული უწოდეს და ახალგაზრდებს მოღალატეობრივ აქტად შეასაღეს, დღეს მიღების გარეშეც ეფექტურად მუშაობსდა საზოგადოების დიდი ნაწილი მასყველაზე ეროვნულ ჩანაფიქრად განიხილავს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, მარტის მოვლენების შემდეგ კანონპროექტი, რომელიცწარსულს უნდა ჩაბარდებოდა ისევცოცხალია და კანონივით მუშაობს.
„საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალესექტორია ე.წ. არასამთავრობო სექტორიდა ეს სექტორი ხშირად გამოიყენებაანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ და თავადსახელმწიფომ არაფერი იცის იმისშესახებ თუ რისთვის გამოიყენებაარასამთავრობო სექტორისათვისდონორის მიერ გადმორიცხული თანხებიმანამ სანამ კონკრეტული მძიმეშედეგების წინაშე არ დავდგებით.
მაგალითად: „ფრანკლინის კლუბის“ დაფინანსება, „კანვასის” ტრენინგები, „ტექნიკური მთავრობის“ საგანგებოდშექმნილი მოდელი და სხვასახელმწიფოსთვის საყურადღებოგამოცდილებად იქცა.
საზოგადოებამ დაინახა, რომ „კეთილიმიზნები“ ყოველთვის არ ნიშნავს თავისთავს და დონორი ორგანიზაციებიკანონიერების დაცვასა დაგამჭვირვალობის მოთხოვნას ქართულარასამთავრობო სექტორთან ერთადდიდი შიშით ემალებიან.
ამ შიშის გამოძახილი იყო „ხალხისძალის“ ყველაზე ეროვნულიკანონპროექტის ჩაგდება, რადგან ისფულით ამოვსებულ ამ შავ ხვრელში, გამადიდებელი ლუპით ჩახედვისსაშუალებას იძლეოდა და ეს კონკრეტულძალებს არ აწყობდათ.
კანონპროექტი, რომელსაც რუსულიუწოდეს და ახალგაზრდებსმოღალატეობრივ აქტად შეასაღეს დღესმიღების გარეშეც ეფექტურად მუშაობსდა საზოგადოების დიდი ნაწილი მასყველაზე ეროვნულ ჩანაფიქრადგანიხილავს. საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფო გადატრიალების გეგმაიყო კონკრეტული ძალებისათვის მარტისმოვლენებში ერთადერთი მიზანი, რათაარასამთავრობო სექტორი აქ და მათიდონორები საზღვარგარეთ, არგაშიფრულიყვნენ.
მარტის მოვლენები იყო კანონსა დაუკანონობას შორის ბრძოლა, სადაცარასამთავრობოებმა საკუთარი თავისადა დონორების დასაცავად სამიზნედმათ მიერვე შეცდომაში შეყვანილიახალგაზრდები, როგორც იარაღი ისეგამოიყენეს და ბოლოს კანონისპირისპირ მარტო დატოვეს. გამიზნულიქმედება – დაეწვათ პოლიციელები, დაეწვათ პარლამენტის შენობა, იყოსაგანგებოდ მომზადებული, ახალგაზრდული ძალით საუკეთესოდშესრულებული დავალება, არჩევანისწინაშე დაეყენებინათ სახელმწიფო. არჩევანი იყო – სისხლი და კანონი ანუსისხლო უკანონობა.
სახელმწიფომ მაშინ არჩევანი გააკეთადა ამ ხელისუფლების პრიორიტეტიდღემდე ადამიანია, მაგრამკანონპროექტი, რომელიც წარსულს უნდაჩაბარებოდა ისევ ცოცხალია და ფაქტიაკანონივით მუშაობს. ეს კანონპროექტიკანონივით ცოცხალია.
მინაწერი: ზემოაღნიშნული სექტორისგამჭვირვალობა სახელმწიფომიზნებიდან გამომდინარეობს, ესაუცილებელი და სავალდებულოა. დღესამ აზრს იზიარებს მარტის მოვლენებისდროს შეცდომაში შეყვანილი ჩემიარაერთი ნაცნობი და ალბათ ბევრისხვაც. მე ამ საკითხზე ჩემს უცვლელპოზიციაზე ვრჩები – ეს კანონი მისაღებიადა მას ალტერნატივა არ აქვს,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.