“ბატონებო და ქალბატონებო! სახელისუფლებო პარტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებას ახდენს, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაუშვებელი და აკრძალული იქნება სქესის შეცვლა, რაც შემდეგ გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველი!” – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა.

“ერთხელ და სამუდამოდ, კანონის ძალით დაფიქსირდება, რომ საქართველოში ადგილი არ ექნება ამ უსაშინელეს ქმედებას!
ბ-ნ მ. მდინარაძეს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ უკვე გამოვარდა ამ კანონის წინააღმდეგი, ვინმე პარლამენტარი “გირჩელი” – ფაქტობრივად, “ნაცი” მეგრელიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის აბსურდი და ადამიანს აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე მოექცეს თავის სხეულს!
ბ-ნ მეგრელიშვილს, თავის ოჯახიანად, სრული თავისუფლება აქვს, წავიდეს იქ, სადაც ასეთი ანტიადამიანური ქმედებაა დაშვებული და რადაც უნდა, იმად გადაკეთდეს; ვისზეც უნდა, იმაზე გათხოვდეს; ვისზეც უნდა, იმაზე დაქორწინდეს და რაც უნდა (იქაური კანონის თანახმად), ის აკეთოს!
არავინ არაფერში ხელს არ უშლის!

ამის შემდეგ, ქართველო ხალხო, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი იტყოდა:
აი, ქრისტეს გზა და აი, ბარაბას გზა!
აირჩიეთ!” – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.