“სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია; ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა, როზნერს ჯერ არ გაუზომავს რეიტინგები როგორც სალომესი, ისე – სააკაშვილის”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის – მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება დამოკიდებულია მისი და ზურაბიშვილის რეიტინგებზე, რომელსაც როზნერი გაზომავს.

“მიშას შეწყალება კი დამოკიდებული იქნება მის რეიტინგზე: ექნება სალომესთან შედარებით მაღალი რეიტინგი? – პრეზიდენტი შეასრულებს ბრძანებას – შეიწყალებს, თუ არადა – არა. მოკლედ, როგორც უბრძანებენ. მაგრამ ეს ვერ უშველით – სალომე სძულს ქართველ ხალხს და, “ვივამედის” პაციენტს დღითიდღე რომ აკლდება რეიტინგი, არახალია. არც ახალი ლიდერი ჩანს ოპოზიციურ ფლანგზე”, – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.