„კანონი, რომლის მიღებისაგანაც უკან დავიხიეთ ერთი წლის წინ, არის აბსოლუტურად დემოკრატიული კანონი, ყველა დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
“მაშინ ჩვენ უკან დავიხიეთ იმიტომ, რომ საფრთხე იყო „ენჯეოებისა“ და პოლიტიკოსების ნაწილის სახით. საქართველოში წარმოდგენილმა აგენტურამ ამით იზეიმა გამარჯვება – პიროსის გამარჯვება. ქურდს რა უნდაო და – ბნელი ღამეო. რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა, გასაგებია. როდესაც ტარდება ტრენინგები USAID-ის დაფინანსებით, მაგალითად, სადაც ასწავლიან, როგორ აიღონ შტურმით პარლამენტის შენობა და როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ქურდს რაღაც აქვს დასამალი“, – აღნიშნა სუბარმა.