„ვინაიდან მარტივ მამრავლებად დაყოფილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სისტემატიზებული საარჩევნო პროგრამით საკუთარ ამომრჩეველსაც კი ვერ ანებივრებს პარტიებისა და “ენჯეოს” დაფინანსების გამჭვირვალობის, სასამართლო კოლეგიის “ვეტინგის” წესით დაკომპლექტების, ოჯახურ ფასეულობათა და არასრულწლოვანთა დაცვის მიმართ უკვე ამ ეტაპზე დაფიქსირებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დავეხმაროთ მათ ამ პროგრამის შედგენაში”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
“ოპოზიციისა და “ენჯეო” სექტორის დაფინანსების სფერო ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არ უნდა იყოს;
ადგილობრივ მოსამართლეებს უნდა გვინიშნავდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები;
საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ორი გენეტიკური სქესი და მხოლოდ ერთი (ჰეტეროსექსუალური) ოჯახის სახეობა;
არასრულწლოვანთა გადასაწყვეტი უნდა იყოს, თუ რა სქესს ირჩევენ ისინი მომავალში, ამისთვის აუცილებელი თუნდაც ქირურგიული ჩარევის გზით;
ინცესტის ის სახეობა, რომელიც ბიოლოგიურად ახლო ნათესავებს შორის სიყვარულს ემყარება, ნებადართული უნდა იყოს;
ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანის პრობლემა არ უნდა შეექმნათ;
საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალურ დოკუმენტებში არ უნდა იზღუდებოდეს მათი გენეტიკური მრავალფეროვნების მითითება;
ქვეყანაში არ უნდა იზღუდებოდეს ინცესტის, გენდერული მრავალფეროვნების, ერთსქესიანთა მიერ ბავშვების აყვანის, სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების და ა.შ.
პოპულარიზაცია/პროპაგანდის მიზნით ჩასატარებელი შეკრებები, აქციები, აღლუმები;
მედიასივრცეში, კულტურის სფეროში, საგანმანათლებლო პროგრამებში ცხოვრების არატრადიციული ფორმების ამა თუ იმ ფორმის შემცველი შინაარსი არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით, ცხოვრების ნორმალურ წესთან უნდა იყოს გაიგივებული.
ვინც ამ პროგრამას საპარლამენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერს, პენსია 1000 ლარი ექნება. ალბათ, ეტაპობრივად, ოდესღაც თუ ასეთ ქვეყანაში პენსიამდე მიღწევა თავის აზრს შეინარჩუნებს”, – წერს ქართველიშვილი.