„ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე იხსენებს 2012 წლის კვლევის მონაცემებს, სადაც საქართველო 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელარუსს, ავღანეთს, ლიბიასა და ა.შ.

„პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია – ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, მესამე პოზიციაზე. საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ავსტრალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ლატვიასა და ა.შ.

ამავე ორგანიზაციის კვლევით, 2012 წელს საქართველო, წამებისაგან თავისუფლებით, 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელარუსს, ავღანეთს, ლიბიას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანსა და ა.შ.

P.S. რა ვქნათ ახლა, სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში, ახლა კი კრემლის უკანა ეზო ვართ.

არადა, რუსეთიც კი გვისწრებდა 2012-ში და, საერთო შეფასებით, 33 საშიშ ქვეყანათა სიაში ვიმყოფებოდით“, – აღნიშნავს ქადაგიძე.