„სახალხო დამცველი ვიყავი [„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს] და ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველა უბედურება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაშინდელ რეიტინგებში ქვეყანა იქნებოდა კიდევ უფრო დაბლა, ვიდრე ლიბია და სამხრეთ სუდანი“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას, რომლის თანახმადაც, წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო დაწინაურდა 101 პუნქტით და 46-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 147-ე ადგილზე იყო.

“ეს არის სასიკვდილო განაჩენი „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

დღეს საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო მასშტაბით. უკეთესო მდგომარეობაა, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ლიეტუვაში და ა.შ. ამას სჭირდებოდა ერთი რამ – პოლიტიკური ნება, რომელიც გამოავლინა ხელისუფლებამ და რომელიც გრძელდება დღემდე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.