„ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ქცევის მოდელს აყალიბებს, ეს პროცესი დაწყებული და შეუქცევადია და საბოლოო ჯამში, ეროვნული ენერგიის მობილიზებას მოახდენს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან.

„ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელმაც შეძლო და შეცვალა ის განაწესი, რომელიც აქამდე ქართულ პოლიტიკაში არსებობდა, მაგალითად, თუ ჩვენ პარტნიორების დავალებებს, პარტნიორებთან ურთიერთობას, პოლიტიკურ დღის წესრიგს თვალდახუჭული მივყვებოდით, სადაც პირდაპირ წაშლილი იყო ზღვარი პარტნიორობას და სავალდებულო  შესასრულებელ დავალებებს შორის, „ხალხის ძალამ“ გაბედული პოლიტიკით მოახერხა, რომ დღეს ქართული სახელმწიფოს ინტერესები არის პრიორიტეტული, მათ შორის, პარტნიორებთან ურთიერთობაშიც.

მე ვფიქრობ, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკური ხელწერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობიდან დღემდე ჩვენ ვართ ქართული, ეროვნული იდეით და ეს ასე გაგრძელდება. მე მჯერა, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჩვენს სიტყვას, ჩვენს გუნდთან ერთად ვიტყვით“, -განაცხადა მეგრელიშვილმა.