„ნიკა გვარამიას სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო! კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო, რომ შეწყვიტოთ სტრასბურგის სასამართლოში თქვენი მოსყიდული პრეზიდენტის, ფოტიგებისა და კუბილიუსების მხარდაჭერილი, ტყუილზე აგებული სარჩელების გაგზავნა?!“ – წერ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

“მაშ” რას ერჩოდა ამერიკის დეპარტამენტი მოსამართლე ჩხიკვაძეს, რომელმაც განიხილა გვარამიას საქმე? ნეტავ, ბოდიშს არ მოუხდიან?
ამ გადაწყვეტილებით კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის სამარცხვინო კომენტარებიც გაცამტვერდა. ასევე, ქართული მართლმსაჯულების წინაშე ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა ფსევდოლიბერალურ “ელიტას,” დესტრუქციულ “ენჯეოებს”.
ცალკე საკითხია იმპიჩმენტდადებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ახლაც დაიწყებს, – „ნაცობას“ მაბრალებენო. დიახ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, კანონის სრული დარღვევით, შეასრულა უცხოელი დამკვეთების დავალება და შეიწყალა კრიმინალი.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ნათქვამია“, – აღნიშნავს ფოჩხუა.