“გვარამია-მელიას “ახალმა” აი, ასეთი მდაბიო “სიახლეებით” დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ პროტესტს.

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ორივე არის თხემით ტერფამდე “ნაცი”, ხოლო მათი პარტიის “ახალი” წევრები – ჩვეულებრივი ნაცზონდერები, განურჩევლად ასაკისა.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა” და “ახალი ღვინო ძველ ტიკებში არ უნდა ჩაისხას”, – წერს ანჯაფარიძე “ფეისბუკის“ გვერდზე.