კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის – დუნია მიატოვოჩის განცხადებას გამოეხმაურა.

“დუნია მიატოვიჩმა საჯაროდ დაგმო(!) ქართველი ხალხის უფლება, თავი დაიცვას სოდომური ცოდვის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის, ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერის თვითმკვლელობის – ერთნაირსქესიანთა ქორწინების პროპაგანდისაგან! წითელი კომისარი დუნიაღა გვაკლდა! შიგ ევროპაში!” – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელ “X-ში”.