„ნაცმოძრაობის“ რეჟიმისას გაყიდეს ფეხბურთის სტადიონები და სკოლები – 35-ე სკოლა, „ნორჩი დინამოს სკოლა“ და ა.შ. ამიტომ, მათ რა უნდა თქვან, საერთოდ?! უფრო მეტიც, სპორტთან დაკავშირებით, რომან გოცირიძიდან დაწყებული, ზურაბ ჯაფარიძე და სხვა პოლიტიკოსები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, – რაში ხარჯავთ ამ ფულსო“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს სპორტის მიმართულებით და რა კეთდება დღეს, „ქართული ოცნების“ მმართველობისას.
„ბევრი გაკეთდა სპორტისთვის „ქართული ოცნების“ დროს და უფრო მეტი გაკეთდება – მიზანმიმართულად და თანამიმდევრულად. იმ ნიშნულამდე უკვე მისული ვართ, რომ ვიცით, რა არის საჭირო იმისათვის, რათა საქართველოში საერთაშორისო დონის ფეხბურთელი აღიზარდოს. ახლა ვაგვარებთ იმას, რომ ყველა რეგიონში იყოს სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს საჭიროა იმ ფონზე, რომ სპორტში ყველა მიმართულებით ნიჭიერი ერი ვართ. მმართველი ხელისუფლება თუ ყურადღებას არ აქცევს ასეთ რამეს, გამარჯვებები თავისით არ მოდის. ახლა რომ ჩაიცვა საქართველოს ნაკრების მაისური სააკაშვილმა და ისე გველაპარაკა „ვივამედიდან“, სწორედ მისი განადგურებულია ფეხბურთის სტადიონები. სტატისტიკაც არსებობს, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ბავშვების ფეხბურთზე სიარულის მაჩვენებელი 45 000-დან 12 000-მდე დაეცა, დღეს კი ისევ ავიდა 30 000-მდე. ხვალ კიდევ უფრო დიდი ბუმი იქნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.