„15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რაღაც ბრძანება გამოიცემოდა, რომელიც აკრძალავდა, დედას „დედა“ უწოდონ და მამას – „მამა“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

„მართალია, ეს აკრძალვა ჯერ მხოლოდ მათ თანამშრომლებზე მოქმედებს, მაგრამ კარგად ვიცით, რომ როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რაღაც რეგულაციას იღებს, ის, ძალიან მალე, მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

რა თქმა უნდა, პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა კანონმდებლობის დონეზე კანონდება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ღირებულებები, იმას უკვე კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.