“გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს…. მართლა მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ”, – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
„ეს არის ფაქტები..გვარამიას პროკურორობის დროს:
– საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი პატიმარი გვყავდა..
– საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი თიინ-ეიჯერი მოხვდა ციხეში, მარიხუანის მხოლოდ და მხოლოდ გასინჯვისთვის;
– საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ტელევიზია იქნა დარბეული;
– საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ბიზნესი იქნა ჩამორთმეული;
– საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მძიმე პერიოდი ჰქონდა ყველა ახალგაზრდას, ქუჩაში გასვლის ეშინოდათ, რადგანაც პროკურატურის მკაცრი მითითების საფუძველზე, ყველანი მიდიოდნენ – ციხეში.. ყველანი…
აი ამ ყველაფრის შემდეგ, ის ახალგაზრდები მაინტერესებს, რომლებიც გვარამიას გვერდით დგანან დღეს და ლიბერალიზმზე აქვთ პრეტენზია.
გვარამია არის ჩვეულებრივი დიქტატორი, რომელსაც შეუძლია დასისხლიანებული თვალების გამოც კი 16 , 17 წლის მოზარდი ჩასვას ციხეში მინიმუმ 10 წლით….
ეს ყველაფერი არის ფაქტები რაც მე დავწერე და თუ რომელიმე სიტყვაში არის ერთი პროცენტი მაინც სიცრუე – მზად ვარ ბოდიში მოვიხადო.. და ყველაზე საშინელი სტატისტიკა რასაც ყოველთვის ვერიდები აღვნიშნო…
გვარამიას პროკურორობის დროს, ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე – თვითმკვლელობით!!! და ეს გვარამია დღეს ბედავს და ხმას იღებს? ეს გვარამია? და ამ გვარამიას იცავს ვინმე?“- წერს ლატარია.