“გრძელდება ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის ხშირი შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები საუბრობენ რეალური სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ რეალურ გაღრმავებაზე და არა “მასწავლებლისა” და “მოსწავლის” უმსგავსო დონის ფორმატში”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„მოკლე დროში სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა სიკეთეების ორმხრივად მინიჭების გარდა, ვითარდება მრავალმხრივი თანამშრომლობა. მაგალითად, თუნდაც ერთი კვირის წინ, ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა The 108th China Food & Drinks Fair გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია მონაწილეობდა.

ამგვარი მაგალითები კი თვეში რამდენიმეა და თანამშრომლობა მზარდია“, – წერს აბაშიძე.