საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ეხმაურება.

“მიმდინარე წლის თებერვალში, გერმანიამ შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.2%-მდე.
მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოში ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა.
ეს არის მშვიდობის, სტაბილურობის, საიმედოობის, პროგნოზირებადობის დამსახურება, რაც თავისმხრივ სწორი პოლიტიკის შედეგია.
გლობალური ომის პარტიას და კოლექტიურ ლომჯარიებს სურდათ “ბომბების ცეცხლში” დამწვარიყო საქართველო, მაგრამ ახლა თვითონ იწვიან და ბოღმისგან სკდებიან, როდესაც ჩვენი ქვეყნის წარმატებას და წინსვლას უყურებენ”, – წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.