ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლეებთან დაკავშირებით ქუჩებში გაჩენილი წარწერების შესახებ “ფეისბუკის” გვერდზე წერს.
“ფსევდოლიბერალების “ბაბლის” მიერ მოსამართლეების ვითომ “გაშავების” კამპანია ქუჩებში წარწერებით, მეტყველებს იმაზე, რომ სხვა საპროტესტო რესურსი უსამშობლოებს არ გააჩნიათ. დაობებული “კმარას” ეს მეთოდები მოუძველდათ მხოლოდ გრანტებისმადიდებელ ტრაგიკომიკურ პერსონაჟებს.
ხოლო ყველაფერში ასეთი ‘ლუზერების‘ გარე დაფინანსება იმის მანიშნებელია, რომ დამფინანსებელები საერთოდ არ იცნობენ საქართველოში არსებულ რეალურ განწყობებს“, – წერს გია აბაშიძე.