„1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა დასამხრეთ ოსეთში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირასაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ რეფერენდუმის  შედეგად, 9 აპრილსგამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო ერთიანი საქართველოსგადაწყვეტილება“, – წერსფეისბუკისგვერდზე პარტიახალხის ძალისგენერალურიმდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე რეფერენდუმის დღესა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიადგამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას.

გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს დღევანდელ დღეს! ვულოცავ ჩვენ აფხაზ დაოს ძმებს, რომელთა გადაწყვეტილებამაც, ქართველებთან ერთად, საქართველოდამოუკიდებელი სახელმწიფო გახადა. მჯერა, სულ მალე ჩვენ კვლავ ერთად ვიზეიმებთერთიან, ძლიერ და ევროპულ საქართველოს!

დღეს, ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მისი ცხოვრება იყო სამშობლოსთვის მოწამებრივი და დარჩა ისტორიას, როგორც ეროვნულიგმირი. დამოუკიდებელი საქართველოს წინსვლა გარდაუვალია და ეს უპირველეს ყოვლისა,  იმ თაობის დამსახურებაა, ვინც ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდში იბრძოდა ქვეყნისდამოუკიდებლობისთვის.

ჩვენი მიზანია, სუვერენული სახელმწიფოს ინტეგრირება ევროპულ ოჯახში უძველესი   ტრადიციებით და ფასეულობებით. ამას აუცილებლად მივაღწევთ და ჩვენი  ახალგაზრდებიიქნებიან ამაყნი საკუთარი ქვეყნით“, – წერს ხუნდაძე.