“ჩვენ ბოლო დღეებში ვიღებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომ როგორც სასამართლოსწინააღმდეგ, ასევე ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ შემოდის ქვეყანაში ძალიან დიდი ფული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ოპონენტებმა და მათმა პატრონებმა უკვე სავსებით რეალურადგადაწყვიტეს, რომ მათ არაფრის თავი არ აქვთ და ახლა აქცენტი გააკეთეს ფულზე. მანვეაღნიშნა, რომ სწორედ ამას ემსახურებოდა ამერიკული კანონის „რუსულ კანონად“ გამოცხადება, რათა ვერ მომხდარიყო გრანტების მიზნობრიობის დადგენა.
„დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ გრანტი დაუმტკიცდა ერთ–ერთ „ნაცმოძრაობის“ არხს. შემდეგ, თურმე ვიღაცები ამბობენ, რომ „გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირიირიბი მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდის, უბრალოდ უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო“ – უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება. თურმე ამიტომ მოიკლეს თავი შარშან, რომჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ღირსეული მომავალი თაობა მოეტყუებინათ, რომ ამერიკულიკანონი, თურმე რუსულია.
ეს იმიტომ, რომ ვერ უნდა გაგვეგო მიზნობრიობა ამ გრანტების. მიზნობრიობა კონკრეტულიგრანტის, რომელიც შეადგენდა ირიბი ლგბტ პროპაგანდისთვის გამოყოფილი თანხის 5-6%-სდა მოიგეს გრანტი ამ მიზნობრიობით, ან ამის სანაცვლოდ, რომ ეს გააკეთონ და ამბობენ, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია. რაღაცა მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს გრანტს.
ნიკა გვარამიამ დეტალურად იცის თურმე ამ გრანტის შესახებ და თან ისიც იცის, რომმიზნობრიობა არ გააჩნია. ეს რას ნიშნავს? ანუ რა მიზნობრიობაც დასახელდა მართალიყოფილა.
როდესაც ინფორმაცია ვრცელდება, რომ ირიბი მხარდაჭერისთვის გამოყოფილი დიდითანხის 5-6%, რომელიც ასევე დიდი თანხაა გამოეყო „მთავარ არხს“ და ამ დროს გვარამიააცხადებს, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია, ესე იგი რაც გავრცელდა ის არის მართალი დავერ მოიფიქრეს რა გამართლება მოუფიქრონ ამ ყველაფერს“, – განაცხადა მდინარაძემ.