ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის იმგანცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქვეყანაში დღეს ყველაფერი გარკვეულია, ქართველ ამომრჩეველს ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის.
აბაშიძის განცხადებით, საღად მოაზროვნე საზოგადოების უმრავლესობამ კარგად იცის, რომპოლიტტექნოლოგიური შეფუთვებით “ნაცობა” ვერ დაიმალება, ამიტომ, 2024 წლისარჩევნებზე, არჩევანი მშვიდობიან განვითარებასა და ჭაობში დაბრუნებას შორის მოუწევს.
“26 ოქტომბერს, პარტიათა სიუხვის მიუხედავად, გასაკეთებელი არჩევანი ასეთია – მშვიდობიანი განვითარება თუ მყრალ ჭაობში დაბრუნება. საღად მოაზროვნე საზოგადოებისუმრავლესობამ კარგად იცის, რომ თვალთმაქცური და მდარე ხარისხის პოლიტტექნოლოგიური შეფუთვებით, ბოროტი “ნაცობა” ვერაფრით დაიმალება.
“დღეს ქვეყანაში ძალიან გარკვეულია ყველაფერი, ქართველ ამომრჩეველს ძალიან ნათელიარჩევანის გაკეთება მოუწევთ, ერთი ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეორე კი ანტიეროვნული მტრული ძალები, რომელსაც ერთი სახელი ჰქვია – „ნაციონალურიმოძრაობა“. სხვა არჩევანი არ არსებობს დღეს ქვეყანაში. იგივე მელიას თუ გვარამიასგაერთიანება, ან „ლელო“-„ნაცების“გაერთიანება არის ისევ ერთი ბოროტი მტრული ძალისნაწილები“, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.