„თუკი დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ვინმე გააფთრებით ეწინააღმდეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ რევოლუციური გეგმის არსებობას ადასტურებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რა რაოდენობის და რა მიზნით იღებენ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციები“, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

„ვის ეხება – არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა (არ ეხება სპორტულ ფედერაციებს).

რა ვალდებულება აქვს ორგანიზაციას – ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში.

რა ხდება, თუ დეკლარირებას არ მოახდენენ – მხოლოდ ჯარიმა, 25 000 ლარი დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (თუ მაინც არ წარადგენს, 20 000 ლარი – არა უმეტეს თვეში ერთხელ).

რა ხდება ამ კანონის მიღების შემდეგ – ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი, 2023 წლის მონაცემებით, უცხოეთიდან იყო, ვალდებული იქნებიან, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია”, – წერს გია ვოლსკი.