„საპარლამენტო უმრავლესობამ გადადგა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ“, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, პარლამენტს ხელახლა წარედგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„ანტისახელმწიფოებრივი უცხოური გავლენები, რომელთა “ელექტროდები” არიან “ნაცკონგლომერატის” უსამშობლო სუბიექტები, აქამდეც უნდა ყოფილიყო განეიტრალებული. თუმცა, შარშან, აღვირახსნილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ფონზე, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ წელიწადში ხალხმა გაიგო ამ კანონპროექტის რეალური არსი და მნიშვნელობა.

თუ ორგანიზაცია (და არა ფიზიკური პირი) უცხოეთიდან იღებს 20%-ზე მეტ დაფინანსებას და ეს წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარიროს (თუ არადა, სანქცია მხოლოდ ჯარიმაა), რა არის ამაში “ავტოკრატიული”? დასავლეთში ამგვარ კანონდარღვევაზე ციხეა, ჩვენს შემთხვევაში – არა. თუმცა, როცა ბინძურ ფულს იღებენ ქვეყნის მტრობაში, იქ სანერვიულო ნამდვილად აქვთ ნეოტროცკისტებს.

სამარცხვინო ინსინუაციები, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის ვითომ რუსული, წარსულს ჩაბარდა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამგვარი კანონმდებლობა, აშშ-ის გარდა, მოქმედებს ავსტრალიასა და ისრაელში. ინტენსიური განხილვის სტადიაშია კანადაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ევროპის რიგ ქვეყნებში და, რაც მთავარია, ევროსტრუქტურებში.
რასაკვირველია, იქნება ყალბი, თვალთმაქცური შეშფოთება-აღშფოთება და მორიგ ჯერზე ხალხის შეცდომაში შეყვანის უზნეო მცდელობები, თუმცა ქართველი ერი აღარ აჰყვება იმ შავბნელ ძალებს, რომელთა უწინარესი მიზანია საქართველოს ვასალობის კვლავ დაბრუნება.
Parliamentary majority will resubmit bill on Transparency of Foreign Influence to Parliament
https://info.imedi.ge/…/parliamentary-majority-will…“ – წერს გია აბაშიძე.