„დღეს, როდესაც მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ვუსმენდი, ერთ-ერთი სამწუხარო რეალობა, რაც კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, მასმედიის გარკვეული წარმომდგენლების მხრიდან მოსმენის კულტურის არქონაა. ამაზე, ალბათ, უფრო ვრცლად სხვა დროს ვისაუბრებ. ახლა კი მთავარი: საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს!!!“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ანალოგიური კანონები მოქმედებს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაში.

„ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთსა და უკრაინაში მიმდინარეობს ანალოგიური კანონების განხილვა!!!
წელიწადში ერთხელ, უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ დეკლარაცია უნდა შეავსოს!!!
ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს, ასე რომ, მავნებელ-რადიკალები ტყუილად ნუ ეცდებით ვინმეს შეცდომაში შეყვანასა და მოტყუებას!
კითხვაზე – გვჭირდება თუ არა ასეთი კანონი, პასუხი მარტივია: აუცილებლად! აუცილებლად, თუნდაც იმიტომ, რომ სრული უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, უცხოელი დონორები ფულს ვის და რა მიზნით აძლევენ! თან, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სწორედ გარკვეული არასამთავრობოების მიერ ხდება ფინანსების გაუმჭვირვალობა და არც ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვა-განხორციელება გახლდათ მათთვის უცხო!
დარწმუნებული ვარ, ამ კანონსაც ექნება აღშფოთებულ-შეშფოთებული უცხოელებისა და მავნებელი ადგილობრივების მხრიდან რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან, ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე – მათი არგუმენტები გაუაზრებელი და გაცვეთილი იქნება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.