„აუცილებლობას წარმოადგენს უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭირვალობის შესახებ ანუ FARA-ს კანონის მიღება, ვინაიდან ცნობილი გახდეს საზოგადოებისათვის უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობა! ანუ ქართულმა საზოგადოებამ რომ იცოდეს, ვინ გვეხმარება ანგარებით და ვინ – უანგაროდ!“ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

„ამიხსენით, ვინც ბრძანდებით მოწინააღმდეგენი, – რა არის ამაში ცუდი?
ამ კანონით გამჭვირვალე გახდება არა მარტო დასავლეთიდან შემოსული ფული, არამედ ჩრდილოეთიდან შემოსული ფულიც! დიახ, ჩრდილოეთიდან ანუ რუსეთიდან შემოსული ფინანსებიც!
ასევე – აღმოსავლეთიდანაც და სამხრეთიდანაც! ამის შემდეგ უფრო ხელსაყრელ ფასებში გააქირავებს რუს ტურისტებზე ჭიჭიკო ვაშაძე ბინებს და ჰელენა ხოშტარია უფრო უშიშრად და ნერვიულობის გარეშე მიიღებს კრემლიდან ჰონორარებს!

ისმის კითხვა:
რამ აატკივა ასე მუცელი წითლიძეებს, ხოშტარიებს, ნაცვლიშვილებს, დეკანოიძეებს, ჭიჭიკო ვაშაძეებს, მელიებს, ხაზარაძეებს, პატიკოებს…?
რამ და – უცხოელი კაჟაია ბულავების ფულების ფასად დაკვეთების მიუღებლობის შიშმა!
შიშმა იმისა, რომ სრულად, ერთხელ და სამუდამოდ, თხემით ტერფამდე გაშიშვლდებიან ქართული საზოგადოების წინაშე!
შიშმა იმისა, რომ კანონი გამოააშკარავებს მათ მიერ წარსულში ნაკეთებ და მომავალში გასაკეთებელ უკეთურ საქმეებს!
შიშმა იმისა, რომ ამ კანონის ამუშავების შემთხვევაში, აგრერიგად არ დაედგომებათ საქართველოში!
შიშმა იმისა, რომ გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობა წერტილს დაუსვამს მათ მოღალატეობრივ, ანტიქართულ საქმიანობას!
ამიტომაც სრულიად მისასალმებელია მმართველი ძალის მიერ FARA- ს კანონის ხელმეორედ ინიციირება,
რათა დაცულ იქნას ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს უშიშროება გარე გლობალისტური ძალებისა და შინა მეხუთე კოლონის დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისაგან!“ – წერს გვენეტაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.