ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამჭვირვალობის კანონის დაინიცირების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ახლოვდება არჩევნები და გაათმაგდა გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში. ბოლო წვეთი ნიკა გვარამიას განცხადება იყო “მთავარში” ჩარიცხულ თანხაზე, – რომ ამ თანხას არ მოჰყოლია მიზნობრიობა. არადა, ყველამ ვიცით, ეს ფული ლგბტ პროპაგანდას უნდა მოხმარდეს და ვიცით რა გვარამიას ვნება კარგ ცხოვრებასთან მიმართებით, სად წაიღებს ამ ფულს, კაცმა არ იცის. პროტესტს არ ჯობს, თავად იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც ამ ფულზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის და რაში იხარჯება ჩარიცხული ფული, რომ გვარამიას მსგავსმა ადამიანებმა საკუთარი ჯიბეები არ გაივსონ? მდინარაძის მიერ დღეს დაინიცირებულმა კანონმა კი შეიძლება შეცვალოს “მთავარში” ჩარიცხული ფულის მიზნობრიობა და ეს თანხა გამოიყენონ დესტრუქციულმა “ენჯეოებმა”, პოლიტიკოსებმა ქუჩაში არეულობის მოსაწყობად.
დღეს ვერც “რუსული” კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა. კანონი დაინიციირდება და ამერიკის, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ვინც მსგავსი კანონი მიიღო, ჩვენთანაც ამოქმედდება“, – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.