“ოპოზიცია პანიკაშია; წელს აღარ გაჭრის მათი მაშველი სიტყვა “რუსული” და რაღა ქნან, არ იციან. თუკი შარშან ამ სიტყვით ხალხი მოატყუეს, წელს ვეღარ შეძლებენ, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„მართალია, განწირული ხმით გაჰკივიან და მოუწოდებენ სტუდენტობას, კვლავ ცეცხლი წაუკიდონ პოლიციელებს, მაგრამ სწორედ ის სტუდენტობა მოსთხოვს მათ პასუხს ოქტომბრის არჩევნებში.

ამ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ, რადგან აუცილებელია ვიცოდეთ, რაში იხარჯება უცხოური ფული ჩვენს ქვეყანაში. სასოწარკვეთილ ოპოზიციას კი მივმართავ: ცუდ დღეში ხართ, გამოუვალია თქვენი მდგომარეობა, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს.

წარმოიდგინეთ, რას გიშვრებათ თავად ევროპა! თქვენთვის ევროპა მხოლოდ ლიბერალიზმია, ჩვენთვის კი – სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულებები, მათ შორის – სიმართლე და გამჭვირვალობა”, – აღნიშნავს ჩიბურდანიძე.