„პატივცემულო შეგნებულო საზოგადოებავ, იმისთვის, რომ არ გახდეთ დეზინფორმაციის, მანიპულაციებისა და სხვადასხვა ენაზე ყალბი შეშფოთება- აღშფოთებისა და შეკვეთილი ჰედლაინების მსხვერპლნი, გიზიარებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ძირითად არსს“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„პარადოქსია, რომ გამჭვირვალობას ებრძვიან ის ანგარებიანი ნაცელემენტები, რომლებიც დეკლარირებულად “გამჭვირვალობის სადარაჯოზე არიან”.
შარშანდელის მსგავსად, გრძელდება უმაღლეს განათლებაზე პრეტენზიების მქონე პირთა (პრეტენზიული უვიცი გინდ ყოფილა, გინდ – არა) გაქრობა ჩემი სოციალური სივრციდან, ვინც ამ კანონპროექტს “რუსულს” უწოდებს. ამგვარი ოდენ ანგარებიანი თუ რევანშისტი, ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი სუბიექტებისადმი პატივისცემაა 0!“ – წერს აბაშიძე.