„ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა. არ ვიცი, ამის მზაობა რამდენად არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე გვაქვს კონსულტაციები სხვა პარტიებთან“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამჭვირვალობის კანონის თემაზე კომენტირებისას.

„ჩემი აზრით, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის [„გამჭვირვალობის შესახებ“] გატანას, ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ. ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით, პაპუაშვილის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე, 26 ოქტომბერს.
ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს. ეს სჭირდება ამ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება ნორმალური სასამართლო, ნორმალური არჩევნები, მათ შორის, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.