„ეს მისაღები იყო მაშინაც [შარშან], მაგრამ მაშინ კანონი არავინ წაიკითხა, არავინ ჩახედა და თავიდანვე მონათლეს როგორც „რუსული კანონი“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას.

„თუ საფრანგეთმა პირველი მოსმენით, 171 ხმით მიიღო, ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გამაგებინეთ. რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა?! ყოველ დღე საუბრობენ, თითქოს კორუფციაა, ვიღაცა რაღაცას მალავს. დადგნენ და გამჭვირვალედ აჩვენონ საზოგადოებას, ესა თუ ის თანხა რას ხმარდება. სანქცია რა არის? ფულადი ჯარიმის გარდა, სხვა სანქცია ხომ არ არის?!“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.