„ჩვენს „გულანთებულ პატრიოტებს“ შარშან არ უნდოდათ, მაგრამ ახლა მოუწევთ ექვსი გვერდის წაკითხვა, შემდეგ – აზრის გამოტანა და, თუ ამას ვერ შეძლებენ, ჩვენ თავად ვთხოვთ პარტნიორებს, აუხსნან წესიერად, ყოველგვარი დეზინფორმაციის გარეშე, თუ რა წერია კანონში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. აუხსნან, რით განსხვავდება და რით არის ეს კანონი უფრო ლმობიერი, ვიდრე ამერიკული FARA-ს კანონი“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ვაპატიეთ შარშანდელი აღვირახსნილი კამპანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელშიც ჩაერთო მთელი მსოფლიო – იუსტიციის სამინისტროში დასარეგისტრირებელი რეესტრის წინააღმდეგ.

დაგეგმილი იყო, რომ შარშან, მარტში განვითარებულ მოვლენებს უნდა გამოეწვია არაპროგნოზირებადი მოვლენები, რომელსაც პასუხისგებით მოეკიდა ხელისუფლება, მათ შორის „ხალხის ძალა“ და ყველაფერი იქნა შეჩერებული. წელს იმავეს გამეორების შესაძლებლობას არავის მივცემთ.

წელს ჩვენ უფრო ძლიერად შეიარაღებულები ვართ იმ სიმართლით, რომელიც არც შარშან გვაკლდა. შეიძლება გვაკლდა ამ სიმართლის მოსახლეობამდე და ახალგაზრდებამდე დაყვანის კომპონენტი, მაგრამ წელს ჩვენ ყველაფერი შევისწავლეთ, გავაანალიზეთ შეცდომები და ამჯერად ყველაფერი დამთავრდება მშვიდობიანად, – ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.