ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) არარეზიდენტი უფროსი მკვლევრის – დასტინ გილბრეტის კომენტარს თითქოსდა საქართველოს არასამთავრობო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა მსოფლიოში სოციალურ ქსელ “X-ში“ გამოეხმაურა.

“არა, ნამდვილად არა. ანგარიშები, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადაეცემა შეიცავს მხოლოდ მიღებული სახსრების ოდენობას (საგადასახადო მიზნებისთვის), ისინი არ შეიცავს დონორის ვინაობას, სახსრების მიზანსა და იმას, თუ სად იხარჯება ეს სახსრები. ამას დედამიწაზე ყველაზე გამჭვირვალე სექტორს ეძახი?” – წერს ქარუმიძე.