„გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელ „X-ში“ გამოაქვეყნებულ სტატუსს, რომლის თანახმად, მმართველი პარტია „გამჭვირვალობის კანონის“ შემოღებით აპირებს შეარყიოს ნდობა ქართული და საერთაშორისო სადამკვირვევლო ორგანიზაციების და მათი დონორების მიმართ, რათა მოამზადოს საფუძველი არჩევნების მანიპულაციური შედეგების საჯარო აღიარებისთვის”.

 

„გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკოს და არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა!

პ. ს. თუ ვინმეს კითხვა აქვს, რატომ დავაინიცირეთ ახლა და “თავი რატომ ავიტკიეთ”, სწორედ ამიტომ, – ისინი ელოდებიან და ხარჯავენ დიდ ფულს საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ჩვენ კი ამ სვლით (და არამარტო) ვახდენთ მათი რევოლუციური და ანტიქართული გეგმების პრევენციას!“ – წერს რატი იონათამიშვილი.