ლევან ნიკოლეიშვილი: “მელიას მეგობარმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა გააპროტესტა გამჭვირვალობის კანონი – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში “ანჟი მახაჩკალაში” და “სკა ენერგია ხაბაროვსკში” უთამაშია”

137

“მელიას მეგობარმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა გააპროტესტა გამჭვირვალობის კანონი. დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ აქვს რა წერია კანონში”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“მის ბიოგრაფიას გადავხედე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჯერ რუსეთში “ანჟი მახაჩკალაში” და შემდეგ “სკა ენერგია ხაბაროვსკში” უთამაშია. “ფეისბუქსაც” თუ გადავხედავთ, აწყვეტილი ნაცია. მე მგონი, კითხვის ნიშნები აღარ არის!” – წერს ნიკოლეიშვილი.