ვატო შაქარიშვილი: “თუ LGBT პროპაგანდისგან ბავშვების დაცვა ანტიევროპულია, თუ უცხოეთიდან მიღებული ფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება ანტიევროპულია, თუ ძლიერი და ჯანსაღი ოჯახის მხარდაჭერა ანტიევროპულია – მაშ რა არის ევროპული?!”

118

“თუ LGBT პროპაგანდისგან ბავშვების დაცვა ანტიევროპულია, თუ უცხოეთიდან მიღებული ფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება ანტიევროპულია, თუ ძლიერი და ჯანსაღი ოჯახის მხარდაჭერა ანტიევროპულია, თუ საკუთარი ქვეყნის პირველ რიგში დაყენება ანტიევროპულია, თუ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გაძლიერება ანტიევროპულია, მაშ რა არის ევროპული?!”- წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

“ან როგორ პასუხობთ ამის შემდეგ რიგით ქართველს კითხვაზე – რა გვინდა იმ გაერთიანებაში, რომლისთვისაც ეს ყველაფერი მიუღებელია?!

კიდევ გამოვლენ ნაც-ლიბერალები და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ…”,- წერს ვატო შაქარიშვილი.