“თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება!” – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. ფონდში „ღია საზოგადოება – საქართველო“ არასამთავრობოები არიან შეკრებილები და იქ მყოფი ლომჯარია ესაუბრება ვიღაცას ტელეფონზე და მაშველ რგოლს ითხოვს.

მეტიც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა ასეთი ინსტრუქცია გასცა: „აგენტის ცნება კი ამოიღეს, მაგრამ უნდა ვიძახოთ, რომ უარესი შემოიღეს”.

ფონდ „ღია საზოგადოებაში” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან და შეკრება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება.

ადგილზე მისულები არიან: ნინო ლომჯარია, ნინია კაკაბაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.