„თუ ამ კანონპროექტს გაიტანენ, ჩათვალეთ, რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, “მთავარი არხის” ეთერში.

„იმიტომ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც, თურმე, 20%-ით ფინანსდებიან… მათ რიგებში აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი “ენჯეო” სექტორი და სხვა. მოკლედ, ვერავინ არჩევნებში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს და მარტო თვითონ უნდა იყვნენ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.