„ნინო ლომჯარია ქუჩაში არავის გამომყვანი არ არის. ეს ერთი წლის წინაც ვიცოდით და ახლაც ვიცით“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტის თემაზე კომენტირებისას.

„ერთი წლის წინაც, საზოგადოების ნაწილი ქუჩაში ლომჯარიამ და გვარამიამ კი არა, უცხოურმა ძალებმა გამოიყვანეს. თუმცა ამას დღეს ვეღარ მოახერხებენ, რასაც ლომჯარიას სიტყვებიც მოწმობს, – როცა თავის პატრონებს ეუბნება, რომ ის რისი გამომყვანია, თუ მათ არ დაამძიმეს სიტუაცია. ეს იმის პირდაპირი ლუსტრირებაა, რასაც ჩვენ – „ხალხის ძალა“ ვამბობთ.

სამწუხაროდ, უცხოურმა ძალამ შეძლო და „ენჯეო“ სექტორის სახით, თავის დროზე, აქ პარალელური ხელისუფლება ჩამოაყალიბა. მათ აფინანსებენ და ამ ფინანსების დიდი ნაწილი საჯარო არ არის. ლომჯარია იქნება, გიგაური თუ სხვა, მილიონებს იმაში იღებენ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეიძინონ, მოაწყონ ისეთი ტიპის აქციები, როგორიც იყო „მე ვესროლე“, და სემინარები ატარონ რევოლუციაზე. რა თქმა უნდა, ამაში აღებულ თანხებს ისინი არ გაასაჯაროებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.