„[დაფინანსება] ისედაც გამჭვირვალეა“ არის ყველაზე ყალბი ნარატივი, იმიტომ, რომ არანაირი ვალდებულება დეკლარაციის შევსების მსგავსი დეტალიზაციის შესახებ ქართულ კანონმდებლობაში დღეს არ არსებობს. ფინანსთა სამინისტროს იშველიებენ და იქ მსგავსი ვალდებულებები არ არის. მიეთითება მხოლოდ თანხის რაოდენობა. სხვა მსგავსი ვალდებულება – დონორის ვინაობის, თანხის რაოდენობის და ა.შ. მითითების შესახებ არ არსებობს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენ გვაქვს 3 კონკრეტული საქმე. ყველა შემთხვევაში, გავრცელებული ინფორმაცია, გრანტის მიმცემის ინფორმაცია, თავად ორგანიზატორების პოზიცია სცდებოდა ერთმანეთს. სად არის გამჭვირვალობა?
ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ აღარ ვუბრუნდებით კანონს. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს, დაკარგავს ხელისუფლებას, ძვირად დაუჯდება. მაგრამ მეორე მხარეს შესასრულებელია პირობა და ეს პირობა კი არ შესრულდა, პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია, ამ „გადაგდების“ საპირისპიროდ თქვას თავისი სიტყვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.