“მავანთ ძალიან სუსტი არგუმენტები აქვთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ. მაგალითად მოჰყავთ რუსეთი და ყაზახეთი, არაფერს ამბობენ დიდ ბრიტანეთზე, ამერიკაზე, ევროპის ქვეყნებზე, ავსტრალიაზე და ა.შ. მთავარი კი, რაც მიუღებელია მათთვის, თურმე, ეს მათი აგენტებად მოხსენიებაა“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა

„დავუშვათ, ასეა; მით უფრო არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, გაასაჯაროონ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები? ამით ხომ თავიანთ სიმართლეს დაამტკიცებენ და არც ამდენი წვალება დასჭირდებოდათ ხალხის გარეთ გამოყვანისთვის, მაგრამ არა…

გასვრილები არიან – 20%-ზე მეტი ერიცხებათ, რაც კანონით დაუშვებელია; თანხის გარკვეული ნაწილი მათ ჯიბეებში მიდის და “ატკატებიც” უცხო არ არის მათთვის.

აი, ზუსტად აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რაც არ უნდა შეშფოთდნენ უცხოეთიდან მათი პატრონები, რაც არ უნდა პროტესტი გამოთქვან ქართველმა “ენჯეოშნიკებმა”, ეს კანონი დამტკიცდება, რადგან სუვერენული ქვეყნისთვის ეს აუცილებელია, ისევე, როგორც ამერიკისთვის, დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის”, – წერს ნინო ფოჩხუა.